ბრატისლავა – ქალაქი ცენტრალურ ევროპაში, სლოვაკეთის დედაქალაქი. 1536 წლიდან 1784 წლამდე —უნგრეთის დედაქალაქი.
ბრატისლავა პირველად 907 წელს მოიხსენიეს მაგრამ ის ჯერ კიდევ რომის არსებობის პერიოდში არსებობდა
ბრატისლავაში სტუმრობისას შესაძლებლობა გეძლევათ მოინახულოთ:
*ბრატისლავის ციხესიმაგრე - ცენტრალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე ბრატისლავაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ქალაქის პანორამის განუყოფელი ნაწილი.მონუმენტური ნაგებობა შეკეთდა XX საუკუნის მეორე ნახევარში. წარმოადგენს სლოვაკეთის ისტორიის სიმბოლოს. 1992 წელს ციხესიმაგრეში ხელი მოაწერეს სლოვაკეთის კონსტიტუციას
*დევინის ციხესიმაგრე - ციხესიმაგრე ბრატისლავაში. ციხესიმაგრე პირველად მოიხსენიება 864 წელს „ფულდის ანალებში“ დოვინის სახელწოდებით.XV საუკუნეში ციხესიმაგრე გააფართოვეს. XVI საუკუნეში ბატორების ოჯახმა ციხესიმაგრე მნიშვნელოვნად გაამაგრა. XVIII საუკუნეში ოსმალეთის შემოჭრის შემდეგ ციხესიმაგრემ დაკარგა მნიშვნელობა და დაანგრიეს. 1809 წელს ნაპოლეონის არმიამ ციხესიმაგრე ააფეთქა.
*ძველი რატუშა - ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა ბრატისლავაში. გოთიკურ სტილში ნაგები კოშკი XIII საუკუნით თარიღდება.
*პრეზიდენტის სასახლე - XVIII საუკუნის სასახლე. აგებული 1760 წელს
სახელწოდება: Airzena Holiday ტიპი: ტურისტული სააგენტო
აღწერა
ტურისტული კომპანია „აირზენა ჰოლიდეი“ დაარსდა ავიაკომპანია „აირზენა -ჯორჯიან ეარვეისის“ ბაზაზე 2010
წელს და უკვე 7 წელია რაც წარმატებით მუშაობს როგორც გამყვან, ისე შემომყვან ტურებზე. ავიაკომპანია IATA-ს
(საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის) წევრია.
„აირზენა ჰოლიდეი“ თავის მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში!
საქართველოს სტუმრებს კი უმასპინძლებს ადგილობრივი ტურებით სხვადასხვა რეგიონებში.
საკონტაქტო ინფორმაცია ქვეყანა: საქართველო რეგიონი: თბილისის რეგიონი ქალაქი: თბილისი რაიონი/ადგილი: ჩუღურეთი მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 151 ფილიალის მისამართი: ავლაბარი, მეტეხის ქუჩა 22 ტელეფონი: 995-32- 2 505 005 მობილური: 995-32-2 485 560 ვებ გვერდი: airzena-holiday.com ელ. ფოსტა 1: infoairzena-holiday.comკოპირება e-mail ელ. ფოსტა 2: airzena-holidayhotmail.comკოპირება e-mail Facebook URL: