ნახვა: 4791დამატებულია: 28-03-2018 19:02:03 ბმული: Youtube URL: აღწერა
ერთდღიანი ტურის განმავლობაში მოვინახულებთ გორის რაიონიდან 10 კილომეტრით დაშორებულ კლდეში ნაკვეთ ქალაქს- უფლისციხეს. ამ შთამბეჭდავი ქალაქის ისტორია თითქმის 3000 წელს ითვლის. ვარაუდობენ, რომ იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წელს შეიქმნა და საბოლოოდ მე-19 საუკუნეში დაცარიელდა. ქალაქი გორი კი უმეტესად ცნობილია იმით, რომ იქ დაიბადა იოსებ სტალინი. ქალაქის ცენტრში, ძველი ნაგებობების ფონზე გამოირჩევა გოთიკური სტილით აგებული უზარმაზარი სასახლე.
სტალინის სახლ-მუზეუმი გასული საუკუნის 50-იან წლებშია აგებული. მუზეუმი მდებარეობს პატარა სახლის ახლოს, რომელშიც 1879 წლის 21 დეკემბერს მეწაღე ბესარიონ ჯუღაშვილის ოჯახში დაიბადა იოსებ ჯუღაშვილი. ქვით ნაგები პატარა სახლი, მაღალი ჭერით, მუზეუმის ტერიოტრიაში შედის. იმ დროისათვის ეს სახლი გორის განაპირას მდებარეობდა. განსაკუთრებული ექსპონატია-იოსებ სტალინის პირადი ბრონირებული ვაგონი იმ დროისათვის მდიდრულად მოწყობილი: ვენეციური მინის სარკეებითა და მოჩუქურთმებული ავეჯით.
სახელწოდება: დრიმ თრეველი ტიპი: ტუროპერატორი
აღწერა
კომპანია დრიმ თრეველი უზრუნველყოფს თქვენთვის ყველა განუმეორებელი შთაბეჭდილების მიღებას ისე, რომ არ დაკარგოთ ძვირფასი დრო ტურების ორგანიზებაზე. ჩვენი კვალიფიციური პერსონალი ყოველთვის დაგეხმარებათ დაგეგმოთ თქვენი დასვენება, გახდის მას ნამდვილად დაუვიწყარს. კომპანია გთავაზობთ სხვადასხვა ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს საქართველოში.
საკონტაქტო ინფორმაცია ქვეყანა: საქართველო რეგიონი: თბილისის რეგიონი ქალაქი: თბილისი რაიონი/ადგილი: ვაკე მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 71 ტელეფონი: +995-32-22982429 ვებ გვერდი: dreamtravel.ge ელ. ფოსტა 1: incomingdtr.geკოპირება e-mail Facebook URL: Skype ID: dreamtravel