სახელწოდება: Palm Beach Hotel ტიპი: სასტუმრო კატეგორია: ზღვის კურორტი გააზიარე (share):
ნახვა: 5584დამატებულია: 29-03-2018 11:04:39
აღწერა
ანაკლია საკურორტო მნიშვნელობის ზონაში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ზღვისპირა ზოლში მდებარეობს. მისი უნიკალური მიკროკლიმატი, ცხელი ჰავა და ნალექების ძალზე მცირე რაოდენობა დამსვენებლებსა და ტურისტებს ზაფხულის საუკეთესოდ გატარების შესაძლებლობას სთავაზობს.. დღეისათვის თანამედროვე ქალაქი ანაკლია, უკვე საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ზღვისპირა მარგალიტს წარმოადგენს. განახლებული ინფრასტრუქტურა, ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ბულვარი, 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი ზღვაზე, სპორტული და გასართობი ობიექტები და რა თქმა უნდა საუკეთესო სასტუმროები - ეს ის მცირე ჩამონათვალი გახლავთ, რომელიც თქვენს დასვენებას განუმეორებელსა და დაუვიწყარ ელფერს შესძენს
სასტუმრო Palm Beach მთელს ანაკლიის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საუკეთესო და ფეშენებელურ სასტუმროს წარმოადგენს. იგი გამორჩეულია როგორც ხელსაყრელი ადგილმდებარეობით ანაკლიის მთელს ზღვისპირა ზოლში, ასევე ორიგინალური თანამედროვე დიზაინითა და დახვეწული სტილით. სასტუმროს გააჩნია უმაღლეს დონეზე მოწყობილი 48 ნომერი. სტუმრებს საშუალება ეძლევათ თავისი არჩევანი შეაჩერონ როგორც ეკონომკლასის, ასევე ნახევრად ლუქსისა თუ ლუქსის ტიპის კეთილმოწყობილ ნომრებზე. სასტუმრო Palm Beach განკუთვნილი და მოსახერხებელია როგორც ოჯახური ტიპის დასვენებისათვის, ასევე კორპორატიული და საქმიანი ვიზიტებისათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია ქვეყანა: საქართველო რეგიონი: სამეგრელო-ზემო სვანეთი ქალაქი: ანაკლია მისამართი: ანაკლია ტელეფონი: 995-596-007700 მობილური: 995-551-094672 ვებ გვერდი: palmbeach.ge ელ. ფოსტა 1: p.beach242gmail.comკოპირება e-mail Facebook URL: